„სენდო“ წარმოადგენს ქართულ კომპანიას საერთაშორისო გამოცდილებით, რომელიც ოპერირებს ტვირთების გადაზიდვის მიმართულებით და არის მზარდი კომპანია ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვის და ლოჯისიტიკის ქართულ ბაზარზე.
კომპანიის მომსახურება ფარავს ისეთ სერვისებს, როგორებიცაა:
„სენდო“-ს მიზანს წარმოადგენს შესთავაზოს მის კლიენტებს სრულყოფილი მაღალ პროფესიულ დონეზე შესრულებული მომსახურება და დაეხმაროს ლოჯისტიკური საკითხების ეფექტურ გადაწყვეტაში, მუდმივი განვითარება შესაძლებლობას აძლევს კომპანიას შესთავაზოს კლიენტებს ახალი ინოვაციური და ეფექტური მომსახურება.
მომსახურების გაწევისას სენდო -ს მთავარი დასაყრდენია მაღალი პროფესიონალიზმისა და საუკეთესო მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გუნდი, ჩვენი გუნდი საკუთარი პროფესიონალიზმის და მრავალმხრივი საერთაშორის კონტაქტების საფუძველზე უზრუნველყოფს კლიენტისთვის სასურველ შედეგს საერთაშორისო თუ ადგილობრივი ტვირთის გადაზიდვის მიმართულებით.
სენდო-ს წარმატებული მომსახურების ერთი-ერთი მთავარი განმსაზღვრელია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენი კლიენტებისთვის ხარისხიან და სანდო მომსახურებას.
სენდო-ს გუნდის მიერ გაწეული ხარსხიანი მომსახურება და კლიენტებისგან მიღებული დამსახურებული ნდობა საბოლოო ჯამში ფორმირდება გრძელვადიან პარტნიორულ, საქმიან ურთიერთობაში ჩვენს კომპანიასა და კლიენტს შორის, რაც საწინდარია გრძელვადიანი ჯანსაღი ბიზნეს ურთიერთობისა.
გვჯერა რომ ჩვენს შორის საქმიანი ურთიერთობის დაწყების შემთხვევაში სენდო გახდება მნიშვნელოვანი პარტნიორი, თქვენი წარმატებული ბიზნეს საქმიანობის გზაზე.
კომპანიის მისიას წარმოადგენს - მივაწოდოთ ჩვენს კლიენტებს საიმედო და პოზიტიური გამოცდილება, განსაკუთრებული საფასო სეგმენტის და სწორი ლოჯისტიკური გადაწყვეტილებების შეთავაზებით, რომელიც დაფუძნებულია მაღალ პროფესიულ სტანდარტზე.
სენდოს მიზანია იყოს კლიენტებისთვის შეუცვლელი პარტნიორი, გრძლევადიანი და მრავალსეგმენტიანი ურთიერთობებით, რათა მათთან ერთად გავზარდოთ ჩვენი კონკურენტული უპირატესობები და მოვახდინოთ მათი პროდუქციის ბაზარზე სწრაფად, ეფექტურად და უსაფრთხოდ მიწოდება. ჩვენი პროფესიონალურად შემუშავებული და საიმედოდ მიწოდებული ლოჯისტიკური გადაწყვეტილებების გარდა, ჩვენს კლიენტებს შეუძლიათ დარწმუნებულები იყვნენ, რომ ჩვენი ურთიერთობა დამყარებულია ურთიერთპატივისცემაზე და გულწრფელობაზე, რაც ჩვენი ბიზნესის ფუნდამენტური პრინციპია.
ურთიერთობები, რომელიც დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემაზე, ყოველი წარმატების საფუძველია. ამიტომ მნიშვნელოვანია მათი განვითარება ჩვენი ბიზნესის ყველა მიმართულებით, ჩვენი თანამშრომლებით, კლიენტებით, პარტნიორებით და მომწოდებლებით.
ჩვენი კომპანია ახალგაზრდაა და ჩვენ ვამაყობთ ამით, ჩვენ ვართ მოქნილები და ინოვაციებისადმი ენთუზიაზმით სავსე, სწორედ ამ თვისებებს ვთვლით ჩვენს ძლიერ მხარედ, რაც განაპირობებს ჩვენს კლიენტებს მივაწოდოთ სწრაფი, სწორი და დროული ლოჯისტიკური გადაწყვეტილებები. ბიუროკრატიის მინიმიზაციის გზით ჩვენს შეგვიძლია უსწრაფესი, ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა.
ჩვენ გვესმის რომ სენდოს საქმიანობა გავლენას ახდენს ჩვენი კლიენტების ბიზნესსა და ზოგადად მათ ქმედებებზე, ჩვენ ვამაყობთ რომ ვართ მათი წარმატების დადებითი მამოძრავებელი ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობითაც.
ნდობა ყველაფერია არამარტო ჩვენს საქმიანობაში, რამდენადაც ძვირფასია იგი, პოტენციურად იმდენადვე მყიფეა. შედეგად, ყოველი ქმედება, რომელსაც ჩვენ ვანხორციელებთ, მიმართულია კლიენტების ნდობის გამყარებისა და განმტკიცებისკენ. ეს ნიშნავს კლიენტზე ორიენტირებული თანამედროვე, ციფრული და უსაფრთხო სერვისების შეთავაზებას. ჩვენ გვჯერა, რომ საუკეთესო გზა ჩვენი კლიენტების ნდობის შესანარჩუნებლად არის მათი მოლოდინის გადაჭარბება ყოველი ურთიერთობის დროს..